განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის პოლიტიკურ მრჩეველს მარკ ფუმაგალთან და პროექტების მენეჯერ ედინ ელგსაეტერთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლებს ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო. ეკატერინე დგებუაძემ ისაუბრა სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამების შესახებ, რომლებიც ეროვნული უმცირესობების განათლების უფლების რეალიზებისკენ არის მიმართული.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიის ახალ დოკუმენტში ეროვნული უმცირესობების განათლების სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტულ საკითხად იქნება წარმოდგენილი.
ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილეს გააცნეს ახალი პროექტი, რომელიც ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობისკენ არის მიმართული.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტი მნიშვნელოვანია და სამინისტრო აქტიურად ითანამშრომლებს ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისთან.