საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალი სახელმძღვანელო „პრაქტიკული სავარჯიშოების კრებული ქართული ენის შემსწავლელთათვის“ შეიქმნა.
სახელმძღვანელო დამატებითი რესურსია მათთვის, ვინც ქართულს, როგორც უცხო ენას სწავლობს. მისი გამოყენება შესაძლებელია ქართულის, როგორც მეორე ენის შესასწავლად, ასევე, ქართული ენის დისტანციური სწავლების კურსის ფარგლებში – საზღვარგარეთ მცხოვრებთათვის. რთულად საკითხების დასაძლევად ქართული ენის შემსწავლელთათვის შეთავაზებულია მრავალფეროვანი პრაქტიკული სავარჯიშოები.
სახელმძღვანელოზე არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლების ათკაციანი ჯგუფი მუშაობდა შემდეგი შემადგენლობით: ლალი დალაქიშვილი, ნონა არევაძე, ცაულინა მალაზონია, ლელა ბუთურიშვილი, იზა გვირჯიშვილი, გიორგი ჭაუჭიძე, ია რობაქიძე, ნანა არაბული, თემურ შალამბერიძე. ჯგუფს მეთოდურ ხელმძღვანელობას ქართულის, როგორც მეორე ენის ექსპერტ-კონსულტანტი, თსუ ასოცირებული პროფესორი ნინო შარაშენიძე უწევდა.
სახელმძღვანელოს ნახვა შესაძლებელია ბმულზე.