საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოსწავლეებისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის თემაზე ესეების კონკურსს – „მე ვირჩევ ცხოვრების ჯანსაღ წესს“ აცხადებს.
კონკურსის მიზანია მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და მავნე ჩვევებისა და ქცევითი დამოკიდებულების (ადიქციის) თავიდან აცილების ხელშეწყობა. კერძოდ, ადიქციისთვის დამახასიათებელი ისეთი გამოვლინებების პრევენცია, როგორიცაა: კომპიუტერულ თამაშებზე, სოციალურ ქსელებსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება. ამასთან, კონკურსი ორიენტირებულია მოსწავლეებში ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციასა და მოზარდების მიერ ინფორმაციის დამუშავების, ანალიზისა და შეფასების უნარების, ასევე, შემოქმედებითი უნარების გამოვლენასა და განვითარებაზე.
კონკურსის ფარგლებში VII, VIII, IX კლასის მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა შექმნან ესეებს და გადმოსცენ თავიანთი შეხედულებები, თუ როგორ ესმით ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობა, როგორ უნდა დაიცვას მოზარდმა ცხოვრების ჯანსაღი წესი, ასევე, როგორ უნდა შეუწყოს ხელი საზოგადოებამ, ოჯახმა, სკოლამ, რომ მოსწავლემ არ შეიძინოს მავნე ჩვევები და არ განუვითარდეს ქცევითი დამოკიდებულება.
მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა საკონკურსო ნამუშევრებში წარმოადგინონ პრობლემის გადაჭრის ინდივიდუალური ხედვა. ასევე, სასურველია, წარმოდგენილ ნაშრომებში აქცენტები გადატანილი იყოს პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, სოციალური დისტანცირების პირობებში, მოზარდების ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობასა და კომპიუტერულ თამაშებზე, სოციალურ ქსელებსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გაღრმავების პრევენციულ საშუალებებზე.
კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან დიპლომებით, კომპიუტერული ტექნიკის და აქსესუარებისა და წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათებით.
კონკურსის ვადები
1. სასკოლო ტურის ორგანიზება, გამარჯვებულების გამოვლენა და გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების შესაბამის რესურსცენტრში წარდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2021 წლის 18 ნოემბრისა;
2. მუნიციპალური ტურის ორგანიზება, გამარჯვებულების გამოვლენა და მუნიციპალურ ტურში გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების სამინისტროსთვის წარდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2021 წლის 28 ნოემბრისა.
საკონკურსო პირობები
შეფასების კრიტერიუმები