განათლებისა და ეკონომიკის საკითხებზე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.
მინისტრის მოადგილემ სამომავლოდ უნარების აქსელერაციის მიმართულებით პროფესიული უნარების სააგენტოს გეგმები წარადგინა და სწრაფი მომზადება გადამზადებისა და დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავებაზე ისაუბრა. საუბარი ასევე შეეხო მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის პრაქტიკის გაზიარების საკითხს.
ონლაინ კონფერენციაში, რომლის მიზანი განათლებისა და ეკონომიკის მიმართულებით ქვეყნებს შორის წარმატებული მაგალითების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება იყო, მსოფლიოს 23 წარმომადგენელი მონაწილეობდა.
საერთაშორისო კონფერენცია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზებით 2016 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს ქვეყნებს ინკლუზიურ და მდგრად განვითარებაში დაეხმაროს.