ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორთუბანში 60 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდა.
სკოლაში განთავსებულია 8 საკლასო ოთახი და 1 კლასლაბორატორია. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო ეზო, სადაც განთავსებულია სპორტული მოედანი. შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სოფელ ღორთუბნის საჯარო სკოლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა. პროექტის ღირებულება 1 174 985 მილიონ ლარს შეადგენს.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტია და მსგავსი პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.