20.01.2010
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით, პირველი კლასის ქართული ენის სახელმძღვანელოებთან
დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე
მოწვეულნი იყვნენ როგორც სამეცნიერო წრეების ღვაწლმოსილი წარმომადგენლები, ასევე სკოლების
დირექტორები, პედაგოგები, განათლების ექსპერტები და სპეციალისტები. სამინისტროს მხრიდან
შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ბ-ნი ნოდარ სურგულაძე, ეროვნული სასწავლო გეგმებისა
და შეფასების ცენტრის დირექტორი, ქ-ნი ნათია ჯოხაძე, ამავე ცენტრის ჰუმანიტარული მიმართულების
თანამშრომლები ესწრებოდნენ.
სამუშაო
ჯგუფის წევრები საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედ
პირველი კლასის ყველა სახელმძღვანელოს გაეცნენ, განიხილეს მათი შედგენის მეთოდური
თუ შინაარსობრივი პრინციპები. დარგის მეცნიერებმა იმსჯელეს ი. გოგებაშვილის ”დედაენის”, ასევე გოგებაშვილის პრინციპებზე აგებული და ალტერნატიული
მეთოდოლოგიური მიდგომით შედგენილი სახელმძღვანელოების მიზანშეწონილობის შესახებ საგანმანათლებლო
სივრცეში.