წალენჯიხაში 150 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა აშენდა
10.12.2021 წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის N4 საჯარო სკოლა აშენდა. სკოლის შენობა 150 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
სკოლაში განთავსებულია 12 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო ეზო, სადაც განთავსებულია სპორტული მოედანი. შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
წალენჯიხის მე-4 საჯარო სკოლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა. პროექტის ღირებულება 2 276 000 მილიონ ლარს შეადგენს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტია და მსგავსი პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.