თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდმა 2021 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული უმაღლესი შეფასებებით ჩარიცხული სტუდენტები დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თამაზ ბექაიას ფონდს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს.
წარმატებულ სტუდენტებს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ფარგლებში ფონდი კვლავ გააგრძელებს თითოეული სასწავლებლიდან სამი ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტის სემესტრულ დაფინანსებას.
მომავალი წლიდან კი საგანმანათლებლო ფონდი გეგმავს გეოგრაფიული არეალის გაფართოებას, მათ შორის, რეგიონულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებთან და პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობას.