საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს ახლად შექმნილი პროფესიული უნარების სააგენტოს ძირითადი მიზნები, ფუნქციები და სამომავლო გეგმები გააცნო.
პროფესიული უნარების სააგენტოს წარდგენის ღონისძიების ფარგლებში გამართული შეხვედრისას, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა და დარგის ექსპერტებმა სააგენტოს შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და მასთან სამომავლო თანამშრომლობის გზებზე იმსჯელეს.
საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად პროფესიული უნარების სააგენტოს მართავს დამსაქმებელთა შვიდი მსხვილი გაერთიანება, რომლებიც წარმოდგენილნი არიან უმაღლესი მართვის ორგანოში - სამეთვალყურეო საბჭოში.
საბჭო განსაზღვრავს სააგენტოს პოლიტიკას და ასრულებს უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს ორგანიზაციის ეფექტიანი საქმიანობისთვის. თავად სააგენტო, მასზე დაკისრებულ ფუნქციებს განახორციელებს დარგობრივი უნარების ორგანიზაციების/პროფესიული ასოციაციების მეშვეობით და შექმნის სტიმულს კონკრეტულ სექტორებში არსებული დარგობრივი ასოციაციების საერთო მიზნის ქვეშ გაერთიანებისა და ურთიერთთანამშრომლობისთვის.
პროფესიული უნარების სააგენტოს წარდგენის ღონისძიება 21-22 დეკემბერს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, პროფესიული უნარების სააგენტოს ერთობლივი ინიციატივითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.