პროფესიული კვალიფიკაციების გაძლიერებისა და სწავლის მოტივაციის ამაღლების მიზნით, მედიისა და ტელეხელოვნების პროფესიული კოლეჯისა და კოლეჯ „იკაროსის“ ერთობლივი ორგანიზებით კულინარიული კონკურსი გაიმართა.
კონკურსის ფარგლებში რეალურ სამზარეულო გარემოში საქართველოს შვიდი პროფესიული კოლეჯის კულინარიული პროგრამის სტუდენტებმა საახალწლო კერძები მოამზადეს. პროცესის გადაღებასა და გაშუქებაში კი მონაწილეობა მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის 7 პროგრამის (ტელერეჟისორები, ვიდეოოპერატორები, მემონტაჟეები, გრაფიკოსები, ფოტოგრაფები, რეპორტიორები და ტელეწამყვანები) სტუდენტებმა მიიღეს.
კონკურსანტების შეფასებაში ჟიურის სხვა წევრებთან ერთად მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.
ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილის მფლობელი კოლეჯ „მერმისის“ სტუდენტი ნანა ნანავა გახდა. კონკურსის ყველა მონაწილეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელით სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.