საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განათლების სისტემის წარმომადგენლებსა და სრულიად საქართველოს ახალ წელს ულოცავს.
„ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო, სტუდენტებო, პროფესორ-მასწავლებლებო, მეცნიერებო, ჩვენო მოქალაქეებო! გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებას!
გასულ წელს პანდემიამ კვლავაც დიდი გავლენა იქონია ყველა სფეროზე,
მათ შორის, განათლების სისტემაზე. თუმცა, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ერთობლივი
ძალისხმევითა და დაუღალავი შრომით ჩვენ მათი დაძლევა შევძელით, რისთვისაც ყველას დიდ
მადლობას გიხდით. მჯერა, 2022 წელს განახლებული ენერგიითა და შემართებით ერთობლივად
მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ განათლების სისტემის განვითარების გზაზე ჩვენი ქვეყნის
საკეთილდღეოდ!“