საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი არქიტექტორის, სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის ღვაწლმოსილი პროფესორის ბატონი გიორგი (გიგა) ბათიაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.
მიხეილ ჩხენკელი:
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი არქიტექტორის, სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის ღვაწლმოსილი პროფესორის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის
ბატონი გიორგი (გიგა) ბათიაშვილის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.
ბატონი გიორგი (გიგა) ბათიაშვილი გახლდათ არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის, აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტურის აკადემიის, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის, სახელმწიფო და სხვა პრემიების ლაურეატი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორი, ასევე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი, რომელმაც სტუდენტების არაერთი თაობა აღზარდა.
ბატონი გიორგი (გიგა) ბათიაშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ჩვენი საზოგადოებისათვის".