საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქართველ მეცნიერს ივანე კიღურაძეს 85 წლის იუბილეს ულოცავს:
„უდიდესი პატივისცემით გილოცავთ 85 წლის იუბილეს! გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას.
თქვენ უდავოდ სანიმუშო და ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერი ბრძანდებით, რასაც კოლეგებისა და სტუდენტების მხრიდან თქვენდამი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა ცხადყოფს.
გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებულ წელს. მჯერა, რომ წლებთან ერთად თქვენი ღვაწლი და უზარმაზარი გამოცდილება ქვეყნისთვის კიდევ უფრო სასარგებლო და საამაყო გახდება.
კიდევ ერთხელ მთელი გულით გილოცავთ იუბილეს!“