საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასრულწლოვან მსჯავრდებულებს მხატვრული ლიტერატურა გადასცა საჩუქრად.
მინისტრისგან მიღებული საჩუქრით მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა #11 სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკა განაახლა.
14 თებერვალი წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადება მოხალისეობრივი ინიციატივაა, რომელიც ბავშვებში წიგნისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება. ეს დღე ათი წლის წინ დაწესდა. კამპანიაში ყოველწლიურად მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.
#BookGivingDay