2022 წლის 1-ლი აპრილიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იცვლება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათშორისი საბჭოს რეკომენდაციით შემუშავებული საქმისწარმოების განსხვავებული წესი.
მიმდინარე წლის 1 აპრილიდან უქმდება სამინისტროში შემოსული დოკუმენტების მიღებისა და გაგზავნისათვის პანდემიის პერიოდისთვის შემუშავებული ელექტრონული ფოსტა (doc.info@mes.gov.ge). შესაბამისად, მოქალაქეების განცხადებებისა და ოფიციალური კორესპონდენციის მიღება მოხდება მატერიალური სახით. გარდა იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც ჩართულები არიან დოკუმენტბრუნვის ერთიან სისტემაში.
წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 21მარტის N243 ბრძანებას.