საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო პროექტების/განაცხადების მიღება "წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების" პროგრამის "საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების" ქვეპროგრამის ფარგლებში.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება პროექტები, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს სასკოლო/ეროვნული გუნდების ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების საერთაშორისო-რეგიონალურ ოლიმპიადებში/ტურნირებში მონაწილეობის ხელშეწყობაზე.
პროექტების წარმოდგენა შესაძლებელია 2022 წლის პირველი ნოემბრის ჩათვლით. პროექტის წარმოდგენაზე უფლებამოსილია ნებისმიერი იურიდიული პირი.
პროექტების განხილვა განხორციელდება ეტაპობრივად.
პროექტების წარმოდგენისა და დაფინანსების პირობები/წესები იხილეთ დანართში.
აპლიკანტებმა უნდა შევსონ განაცხადის ფორმა.