საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, 2022-2026 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. ყველა რეაბილიტირებული და ახლად აშენებული სკოლა აღიჭურვება საჭირო რესურსით და თანამედროვე ინვენტარით, ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. კეთილმოეწყობა კლას-კაბინეტები, საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიები, ექიმის კაბინეტები, სპორტული მოედნები და ეზოები.
თბილისსა და რეგიონებში აშენდება 80 ახალი სკოლა, სრულად რეაბილიტირდება 220 სკოლა, ხოლო ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება 500 სკოლას. პროექტის ბიუჯეტი, რომელიც საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას და გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, 1 მილიარდი ლარია. პროექტით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს.