საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ცნობილ ქართველ მეცნიერს, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს.
მიხეილ ჩხენკელი: „ბატონო გიორგი, გულითადად გილოცავთ იუბილეს. თქვენი, როგორც გამოჩენილი მეცნიერის, მცენარეთა ბიოქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებლის ღვაწლი შეუფასებელია ქართული მეცნიერების აღმშენებლობაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია თქვენი დამსახურება გლობალური პრიორიტეტის – ეკოლოგიის უსაფრთხოების განვითარებაში, რასაც მრავალი სამეცნიერო ნაშრომი და გამოგონება ცხადყოფს.
ხაზგასასმელია თქვენი როგორც გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტობის პერიოდში.
გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, წინსვლასა და წარმატებას ქართული მეცნიერების, სრულიად ქვეყნისა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.”