საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, სკოლის მოსწავლეებთან ბავშვთა უფლებების დაცვის თემაზე საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.
პირველი შეხვედრა ოზურგეთისა და გორის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეებთან ონლაინ რეჟიმში გაიმართა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
შეხვედრამ მოსწავლეების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია. ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ საკუთარი თუ თანატოლების უფლებებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების განხილვის პროცესში.
ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციისა და სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტების ერთობლივი ინიციატივით ჩატარდა. მსგავსი ტიპის შეხვედრები ბავშვების მონაწილეობით პერიოდულად გაიმართება.