2022 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები უნივერსიტეტებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სახელმწიფო მათ სწავლის საფასურს გრანტის მაქსიმალური ოდენობით დააფინანსებს. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების მსურველთა რეგისტრაცია 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.
დეტალური ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტაციისა და რეგისტრაციის პირობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდებზე: www.abkhazia.gov.ge www.soa.gov.ge