საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მოსწავლეებისთვის აცხადებს ქართულენოვანი თეატრალური კომპოზიციების სასკოლო კონკურსს სახელწოდებით „ჩემი პირველი ქართული როლი“. თეატრალური კომპოზიციები შეიძლება დაიდგას ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოების, ან საკუთარი სცენარის მიხედვით.
კონკურსის მიზანია არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენაზე სამეტყველო კომპეტენციების განვითარება და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა. თეატრალური კომპოზიციის მომზადების პროცესში მოსწავლეები მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ ისეთ აქტივობებში, როგორებიცაა: სცენარის დამუშავება, რეჟისურა, მუსიკალური გაფორმება და სხვა.
საკონკურსო პირობები
შეფასების კრიტერიუმები
დაჯილდოება
დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან I, II, III ადგილზე გასული და ჟიურის სპეციალური ნომინაციებში გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების ავტორი სკოლები.
I, II, III საპრიზო ადგილებზე გასული სკოლები საჯაროდ წარმოადგენენ თეატრალურ კომპოზიციებს ქალაქ თბილისში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შერჩეულ სცენაზე, სადაც, ასევე, გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი.
კონკურსის ვადები
კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად: სასკოლო, მუნიციპალური და დასკვნითი ტურები.