13.03.2023
პედაგოგთა კარიერული წინსვლის მხარდასაჭერად საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების
სისტემის გადახედვის პროცესს, რაც პედაგოგთა მაქსიმალური ჩართულობით მასწავლებლის პროფესიული
განვითარების სქემის დახვეწასა და გაუმჯობესებას გულისხმობს.
ამ მიზნით, სამინისტროს ინიციატივით მასწავლებლის პროფესიული
განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები და სიახლეები
შევიდა.
აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, მასწავლებლის სტატუსის
მინიჭებისთვის სქემაში განსხვავებული პირობები განისაზღვრა. კერძოდ:
- წამყვანი/მენტორის
სტატუსის მინიჭება მოხდება უნარების გამოცდის შედეგებისა და პორტფოლიოს შეფასების საფუძველზე;
- უფროსს,
რომელმაც უნარების გამოცდაში გადალახა მენტორის სტატუსის მისაღებად დაწესებული ზღვარი,
საშუალება ეძლევა, პორტფოლიოს შეფასება წარმოადგინოს ან წამყვანობაზე ან მენტორობაზე;
- დოქტორის
აკადემიური ხარისხის მქონე პირები, რომელთაც უფროსის სტატუსი მოპოვებული აქვთ მინიმუმ 7 კრედიტზე დადასტურებული
საგნის გამოცდით, ან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი
ჯგუფის დოქტორობით, თავისუფლდებიან სტატუსის ასამაღლებელი უნარების გამოცდისგან და
მხოლოდ პორტფოლიოს საფუძველზე შეფასდებიან.
სიახლეები შეეხო აზერბაიჯანული და სომხური ენების მასწავლებლებს.
ცვლილებები მოიცავს სხვადასხვა საკითხს – მასწავლებლები, რომლებმაც საგნობრივი კომპეტენცია
დაადასტურეს 10 კრედიტზე, მიიღებენ უფროსი მასწავლებლის სტატუსს, მასწავლებლებს პრაქტიკოსის
სტატუსი შეუნარჩუნდებათ 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე და სხვა.
მნიშვნელოვანი სიახლეებია სპეციალური მასწავლებლის კარიერული
წინსვლის ხელშეწყობის კუთხით. კერძოდ, ცვლილებების შესაბამისად:
- სპეციალური
მასწავლებლის სტატუსების ჩამონათვალს დაემატა მენტორის სტატუსი;
- შეიცვალა
წამყვანი და მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოპოვების გზები – სტატუსის
მოპოვება შესაძლებელი ხდება სპეციალური მასწავლებლობის მსურველების პროფესიული უნარების
გამოცდის ჩაბარებისა და პორტფოლიოს შეფასების საფუძველზე;
- წამყვანის
სტატუსის მოსაპოვებელი გამოცდა გაიმართება 2023 წელს, ხოლო მენტორის – 2024 წლიდან დაიწყება.
- სპეციალური
მასწავლებლები, რომლებიც მუშაობენ ინტელექტუალური და დასწავლის დარღვევების, მრავლობითი
დარღვევების, სენსორული დარღვევების მქონე მოსწავლეებთან, გაივლიან სპეციალურ სასერტიფიკატო
კურსს.