საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში სომხეთის ელჩს აშოტ სმბატიანს უმასპინძლა. მხარეებმა ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილეს.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა სომხეთის ელჩს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საკითხებს და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებს.