საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო.
გიორგი ამილახვარი: „მასწავლებლებთან შეხვედრების ფორმატში სტატუსის ამაღლებასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა:
ყველა საკითხი დამუშავდა ზოგადი განათლების სამუშაო ჯგუფის ფორმატში და მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილებები:
ვადები:
ვინაიდან მასწავლებლის პორტფოლიო წარმოადგენს პედაგოგის ინდივიდუალური, პრაქტიკული საქმიანობის ამსახველ ინსტრუმენტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეალური სურათის დასანახად და მხოლოდ გამოცდის ფორმით შეუძლებელია მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შეფასება, სამინისტროს გადაწყვეტილებით, პორტფოლიოს წარდგენის ვადა გახანგრძლივდა 1-ელ ივნისამდე. ეს პერიოდი იქნება ხელშემწყობი ფაქტორი მასწავლებლებისთვის დროულად და ხარისხიანად წარმოადგინონ პორტფოლიო.
პორტფოლიოს გამარტივება:
პორტფოლიოს ატვირთვისა და წარდგენის პროცესში, მასწავლებლები ერთ-ერთ გამოწვევად ასახელებდნენ მტკიცებულებების წარმოდგენას, პროცესების დაოქმებას, რეფლექსიების წერას და სხვადასხვა დოკუმენტაციის წარმოებას. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან მოხდა მოთხოვნების გადახედვა და მაქსიმალურად ოპტიმალურ ვერსიაზე შეთანხმება.
კერძოდ:
შეფასების ჯგუფი:
მნიშვნელოვანი საკითხია პორტფოლიოს შეფასების ადმინისტრირება. რამდენიმე ექსპერტისგან შემდგარი შეფასების ჯგუფი წინასწარ შეისწავლის მასწავლებლის მიერ ატვირთულ პროექტებს, აქტივობებს, ჩაატარებს სასკოლო საზოგადოების სხვა წევრების გამოკითხვას და გაესაუბრება აპლიკანტ მასწავლებელს. პორტფოლიოს შემფასებელი ჯგუფი იქნება ინკლუზიური, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროცესის გამჭვირვალობა, შეფასების ობიექტურობის მაღალი ხარისხი და საზოგადოების მაღალი სანდოობა.
მხარდამჭერი ღონისძიებები:
სამინისტროს მხრიდან სრულად უზრუნველყოფილი იქნება მასწავლებელთა მხარდაჭერა ამ პროცესში. გარდა ცენტრალიზებული ტრენინგების, ვებინარების, მასწავლებელს ექნება საშუალება, რომ სსიპ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისგან მიიღოს ინდივიდუალური კონსულტაცია კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში როგორც ოფიციალური მეილის, ასევე, Facbook-ის გვერდისა და ცხელი ხაზის მეშვეობით. აქედან გამომდინარე, მასწავლებლებისთვის არ დგას იმის საჭიროება, რომ დახმარებისთვის ან დამატებითი სერვისის მისაღებად მიმართონ რომელიმე სხვა ორგანიზაციას ან გარე პირს, ვინაიდან სრული მხარდაჭერა იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი მხრიდან.
აქვე აღვნიშნავ, მიუხედავად იმისა, რომ პორტფოლიოს წარდგენის ვადამ გადაიწია, მასწავლებლებს შეეძლებათ გაზრდილი სტატუსის დანამატით 2023-2024 სასწავლო წლიდან ისარგებლონ.
აღნიშნული მოდელით, სისტემა პირველად გადის პროცესს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მთლიან ციკლს დავაკვირდეთ შემდგომში სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. აქვე, როგორც დაგპირდით, ამ მიმდინარე პროცესის პარალელურად, უწყვეტ შეხვედრებს და კომუნიკაციას გავაგრძელებ მასწავლებლებთან და დარგის ყველა წარმომადგენელთან. აქედან გამომდინარე, უახლოეს მომავალში მასწავლებელთა უკუკავშირსა და პროცესზე დაკვირვებით, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირველ რიგში გაითვალისწინებს მასწავლებელთა ინტერესებს, დაამკვიდრებს მასწავლებელთა კორპუსში სამართლიანობას, რათა უზრუნველყოფილი იქნას ყველასთვის თანაბარი პირობების შექმნა გამონაკლისების გარეშე. “
ბრძანება იხილეთ ბმულზე.