საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრთან, ემინ ამრულაევთან ერთად, თბილისის 73-ე საჯარო სკოლას ეწვია.
მინისტრებმა მეთორმეტეკლასელებს სიტყვით მიმართეს, სკოლის დასრულება პირადად მიულოცეს, წარმატებები უსურვეს მომავალ საქმიანობაში და პერანგებზე სამახსოვრო წარწერები გაუკეთეს.