დასრულდა საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი, რომელიც აპლიკანტთა 76%-მა წარმატებით გაიარა.
დირექტორობის მსურველებს შეუძლიათ, იხილონ მინისტრის #658971 ბრძანება და გადაამოწმონ მიღებული შედეგები.
შედეგების გასაცნობად პირმა უნდა გამოიყენოს საჯარო სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის დროს მისთვის მინიჭებული უნიკალური კოდი.
იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველს არ ახსოვს უნიკალური კოდი, შეუძლია, დარეკოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე 2 200 220 ან თავად გადაამოწმოს ქვემოთ მოცემულ ბმულზე: directors.mes.gov.ge