საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში ანდრიუს კალინდრასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვის მხარეს საქართველოს მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს.
გიორგი ამილახვარმა ანდრიუს კალინდრასთან საქართველოსა და ლიეტუვის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო საზოგადოებას შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და ერთობლივი აკადემიური პროგრამების განხორციელების საკითხები განიხილა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებული 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების აღსანიშნავად, ქართულ-ლიეტუვური ლექსიკონი გამოიცემა.