საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ქუთაისის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ესტუმრა.
მინისტრმა სკოლის კამპუსი დაათვალიერა, უწყების თანამშრომლებთან და ტრენინგების მონაწილეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია პირადად მათგან მოისმინა.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებში გიორგი ამილახვარმა სკოლის პროგრამები, სხვადასხვა ინიციატივის განხორციელების შესაძლებლობები და სამომავლო გეგმები განიხილა.