საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში აჰმედ ალნუაიმთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა, სტუდენტთა გაცვლითი და სხვადასხვა აკადემიური პროგრამის განხორციელების გზით, ქვეყნებს შორის უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების განათლების სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში დაიგეგმება შესაბამისი ვიზიტი, რომლის დროსაც ხელი მოეწერება აღნიშნულ მემორანდუმს.