საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მაჰმუდ ადიბთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და ირანს შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლოდ პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.