03.07.2023
კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ახალი პროექტის „ჯარის ბანაკის“ გახსნის ცერემონია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას, პროექტის მონაწილე მოსწავლეებსა და მათ სერჟანტ-ინსტრუქტორებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა და თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა საუბრისას მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბების კუთხით „ჯარის ბანაკის“ პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ცოდნის გაღრმავება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა: სამოქალაქო უსაფრთხოება, საქართველოს თავდაცვის სისტემა, ქართული ჯარისა და თავდაცვის ძალების საქმიანობა და სხვა.
მინისტრმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს წარმატებულ თანამშრომლობაზეც ისაუბრა და პროექტის განხორციელებაში ჩართულ ადამიანებს თავდაუზოგავი შრომისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა ბავშვებთან ერთად მათთვის განკუთვნილი საველე კლასების სივრცეები და სავარჯიშოებისთვის საჭირო აღჭურვილობაც დაათვალიერეს.
აღსანიშნავია, რომ „ჯარის ბანაკი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტია, რომელსაც წელს პირველად გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია უმასპინძლებს.
პროექტში მონაწილეობას მიიღებს 800 მოსწავლე, რომელმაც წელს სკოლაში საგნები „თავდაცვა და უსაფრთხოება“ და „სამხედრო საქმე“ გაიარა.
პროექტი, რომელიც მოსწავლეებს თავგადასავლებით სავსე, სახალისო და მრავალფეროვან შემეცნებითი პროგრამას შესთავაზებს, მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას.
წელს „ჯარის ბანაკი“ მოსწავლეების რვა ნაკადს უმასპინძლებს. ბავშვები, სხვა საინტერესო აქტივობებთან ერთად, გაივლიან პირველადი სამედიცინო დახმარების და დაშავებულის ევაკუაციის პრაქტიკულ და სახალისო დავალებებს, თვითგადარჩენის კურსს, ასევე მონაწილეობას მიიღებენ საინჟინრო მომზადებასა და სამთო მომზადებაში, მათ შორის, ავსტრალიურ დაშვებასა და პარალელური ტროსებით წინაღობის გადალახვაში.