საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან ჭოუ ციენთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის განათლების სფეროში მიმდინარე ერთობლივი პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
საუბარი შეეხო ორი ქვეყნის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს შორის არსებული მრავალწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.