საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისთვის წარდგენის მიზნით, დირექტორობის მსურველთა გასაუბრების განრიგი ცნობილია.
გასაუბრების თარიღი დირექტორობის მსურველმა პირმა უნდა გადაამოწმოს უნიკალური კოდის გამოყენებით.
იმ
შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველს არ ახსოვს უნიკალური კოდი, მას შეუძლია, ეწვიოს
ვებგვერდს – https://directors.mes.gov.ge/ და გაიაროს ავტორიზაცია.
განრიგი რეგიონების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ აქ:
იმერეთი, აფხაზეთი, სამცხე-ჯავახეთი;
იმერეთი;
კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი;
გურია, სამეგრელო, ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, შიდა ქართლი.
გაცნობებთ, რომ საქართველოს საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის მსურველი კანდიდატების წარდგენის მიზნით, დირექტორობის უფლების მქონე პირმა, კომისიის წინაშე გასაუბრებაზე უნდა წარადგინოს განაცხადში მითითებული ყველა სკოლის სტრატეგიული განვითარების ხედვა.