31.07.2023
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან ლი ციანთან. შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ესწრებოდა.
შეხვედრის მთავარ განსახილველ საკითხებს შორის იყო სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება, სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით არსებული თანამშრომლობა. საუბარი ასევე შეეხო განათლების სფეროში სამომავლო პარტნიორობის გაღრმავებას.
პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ჩინელ კოლეგასთან ერთად, ხელი მოაწერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ენის სწავლებისა და თანამშრომლობის ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც საქართველოს სკოლებში ენების შესწავლის გაძლიერებასა და მეცნიერების და უმაღლესი განათლების სფეროებში პარტნიორობის გაღრმავებას ითვალისწინებს.