საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სახალხო დამცველთან ლევან იოსელიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან განათლების სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული საკითხები განიხილა.
შეხვედრაზე მხარეებმა განათლების სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.