საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში სომხეთის ელჩთან, აშოტ სმბატიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს და ქვეყნებს შორის სამეცნიერო კავშირების გაღრმავების კუთხით სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.
სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა აშოტ სმბატიანმა მადლობა გადაუხადა მინისტრს მხარდაჭერისთვის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მზაობა გამოთქვა.