ბაქოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ზურაბ პატარიძესთან ერთად, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის საფლავი ყვავილებით შეამკო.
მინისტრი ასევე იმყოფებოდა „შეჰიდთა ხეივანში“, სადაც საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.