საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, პირველ მოადგილე ალექსანდრე წულაძესთან ერთად, დიდი ბრიტანეთის მთავრობის ბიზნესისა და ვაჭრობის დეპარტამენტის რეგიონული ექსპორტის დირექტორთან აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, სარა ჩიჯისთან და საქართველოში ბრიტანეთის ელჩ მარკ კლეიტონთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
მინისტრმა სტუმარს ლონდონში ვიზიტის ფარგლებში განხორციელებული შეხვედრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტრანსნაციონალური განათლების სიღრმისეული კვლევის ანგარიშის შედეგებს, რომელიც Times Higher Education-მა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში ჩაატარა. აღინიშნა, რომ კვლევის შედეგები არის ძალიან ოპტიმისტური, რაც საქართველოში ბრიტანული უნივერსიტეტების მოზიდვის უდიდეს შესაძლებლობას იძლევა. მხარეებმა კვლევის შედეგების საფუძველზე სამომავლო გეგმები დასახეს.
სარა ჩიჯიმ ქართულ და ბრიტანულ უნივერსიტეტებს შორის კავშირების გაძლიერების საქმეში მინისტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.