ახალი მოედანი თბილისის სკოლების სპორტულ მოედნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდია, სტადიონის რეაბილიტაცია სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით განხორციელდა და მასზე 40 000 ლარი დაიხარჯა.
პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის ”იაკობ გოგებაშვილი-საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 317 საჯარო სკოლაში სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება, მათ შორის თბილისში 108 სკოლა გაივლის რეაბილიტაციას, 24 სკოლაში სპორტული მოედნების მშენებლობა დასრულებულია, კეთდება 67 სპორტული დარბაზი, მათგან 5 დასრულებულია.
ისევე, როგორც 133-ე სკოლის მოედანი, საქართველოს მასშტაბით რეაბილიტირებული სასკოლო სპორტული ინფრასტრუქტურა სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, აქ შესაძლბელია მოზარდების სპორტის სხვადასხვა სახეობებში კომპლექსურად მომზადება.
ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებს ფიზიკური განათლებისა და სპორტის გაკვეთილები ჩაანაცვლებენ, პირველ ეტაპზე ეს პროცესი იმ სკოლებში განხორციელდება, სადაც გარდა სტადიონებისა და სპორტული დარბაზების კეთილმოწყობისა, შესაბამისი ჰიგიენური ნორმები იქნება დაცული.
სპორტითა და ზოგაგდად, ჯანსაღი ცხოვრების წესით სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება ერთ-ერთ პრიორიტეტად ცხადდება. ახალი სასწავლო წლიდან შეიქმნება სპორტული ლიგები, სკოლებს შორის სპორტული შეჯიბრებები მოეწყობა, მოხდება გამორჩეული სპორტული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეთა წახალისება, როგორც ეს სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვების შემთხვევაში ხდება.