07.09.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს ცოტნე ტაბიძეს, გრიგოლ ფერაძეს, თეიმურაზ ღოღობერიძესა და ლევან კანკაძეს შეხვდა და მათ ფულადი ჯილდოები, საპატიო სიგელები და წიგნები გადასცა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გამარჯვებულებს სამინისტროში პრაქტიკის გავლა შესთავაზა.
ქუთაისის ა.რაზმაძის სახ. №41-ე საჯარო სკოლის კლასის მოსწავლემ ცოტნე ტაბიძემ კანადაში გამართულ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOI-2010) ოქროს მედალი მოიპოვა, მინისტრმა მას 5000 ლარის ფულადი პრემია და საპატიო სიგელი გადასცა.
თბილისის №199-ე სკოლა-პანსიონი ”კომაროვის” XI კლასის მოსწავლე გრიგოლ ფერაძე ხორვატიაში გამართულ ფიზიკის საერთაშორისო ოლიპიადაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მან ჯილდოდ 2000 ლარი და ასევე საპატიო სიგელი მიიღო.
ამავე ოლიმპიადის საპატიო სიგელები მოიპოვეს თბილისის №42-ე საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლემ თეიმურაზ ღოღობერიძემ და თბილისის №199-ე სკოლა-პანსიონი ”კომაროვის” XI კლასის მოსწავლემ ლევან კანკაძემ. მათ მინისტრისგან საჩუქრად წიგნები და საპატიო სიგელები მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ ოთხივე მოსწავლე პრეზიდენტის ინიციატივით სტატუსაღდგენილ ფიზიკა-მათემატიკური სკოლების მოსწავლეები არიან. წარმატებული მოსწავლეების წასახილებას სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს.