თბილისის №53-ე საჯარო სკოლა საპილოტე სკოლებს შორის ერთ-ერთია, სადაც პირველკლასელებს ნეტბუქები უკვე გადაეცათ და მას სახელმძღვანელოსთან ერთად, როგორც დამხარე საშუალებას, სასწავლო პროცესში გამოიყენებენ.
სასწავლო კომპიუტერებში ჩატვირთული იქნება სასწავლო პროგრამები, შემეცნებითი კომპიუტერული თამაშები, მომავალში იგეგმება სახელმძღვანელოებისა და დამხმარე ლიტერატურული მასალის ჩატვირთვაც.
სახელმძღვანელოსთან ერთად, სწავლების პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება, დაწყებითი კლასების მოსწავეებისთვის სწავლას უფრო სახალისოს ხდის. მათ ასაკში თამაშით მიწოდებული ინფორმაცია უფრო ადვილად აღსაქმელი და დასამახსოვრებელია.