საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების XI კლასისთვის განკუთვნილი, ახალი არჩევითი საგნის - ”მსოფლიო კულტურა” პედაგოგთა ტრენინგის მონაწილეებს შეხვდა და მათ სერტიფიკატები გადასცა.
6-9 სექტემბერს ”მსოფლიო კულტურის” სწავლებასთან დაკავშირებით, ტრენინგები დედაქალაქის, სამეგრელოს, იმერეთის, კახეთისა და ქართლის 14 საპილოტე სკოლის პედაგოგებმა გაიარეს. ტრენინგში XI კლასის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ, ისინი ”მსოფლიო კულტურას” საპილოტე სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან შეისწავლიან.
პედაგოგებს ტრენინგი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურულ მეცნიერებათა ინსტიტუტის სპეციალისტებმა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტებმა ჩაუტარეს.
”მსოფლიო კულტურის” საგნობრივი პროგრამა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის საგნობრივი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა. ახალი არჩევითი საგანი მიმდინარე სასწავლო წელს პილოტირებას თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის.12 საჯარო და 2 კერძო სკოლაში გაივლის.