საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საგანმანათლებლო პროგრამის – “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსულ, უცხოელ პედაგოგთა მორიგი ჯგუფის მიღება გაიმართა.
ამერიკიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, რუმინეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ 50 ინგლისური ენის პედაგოგს დიმიტრი შაშკინი შეხვდა და განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ დეტალებზე ესაუბრა.
სერტიფიცირებულ პედაგოგთა ახალი ჯგუფი, რომელთა შორის სხვადასხვა ასაკის პროფესიონალები არიან ტრეინინგების გავლის შემდეგ, თბილისის საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან, ახალი სასწავლო წლიდან კი, ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად, მოსწავლეებს ინგლისურს გაძლიერებულად შეასწავლიან.