სამწუხაროდ, სახელმძღვანელოები სახელმწიფო საკუთრება არ არის და საავტორო უფლებები ავტორებსა და გამომცემლებს ეკუთვნის. მიუხედავად ამისა სამინისტრომ, ჯერ კიდევ სასწავლო წლის დაწყებამდე, მოლაპარაკებები აწარმოა მსხვილ დისტრიბუტერებთან და ყველა სკოლას დაუგზავნა იმ სავაჭრო ობიექტების ჩამონათვალი, სადაც სახელმძღვანელოების ყიდვა დაბალ ფასებშია შესაძლებელი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თხოვნით მიმართავს მშობლებს მოიპოვონ სკოლებიდან ეს ინფორმაცია და საჭირო წიგნები მხოლოდ ოფიციალური დისტრიბუტერებიდან შეიძინონ. მაღაზიათა ჩამონათვალი ასევე შესაძლებელია იხილოთ სამინისტროს ვებ-გვერდზე mes.gov.ge