საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გია აბულაძემ ხულოს რაიონის საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის 25 წარჩინებულ მოსწავლეს, პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში პერსონალური კომპიუტერები პირადად გადასცეს. ღონისძიება ხულოს რაიონის სოფელ ქვედა ვაშლოვანის საჯარო სკოლაში გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის - ”ჩემი პირველი კომპიუტერი” ფარგლებში სულ, აჭარის რეგიონის საჯარო სკოლების 147 წარჩინებული მეათე კლასელი მოსწავლე დასაჩუქრდა. მათ კომპანია ”ჯეოსელი” ასევე გადასცემს უკაბელო ინტერნეტ-მოდემს ჯეოსელ-ქონექტს, რომლითაც მოსწავლეები ნებისმიერ ადგილას მარტივად ისარგებლებენ ინტერნეტით, რაც მათ სწავლის ხარისხს უფრო ეფექტურს გახდის.