,,ქართველ მეცნიერთა ფორუმის” ფარგლებში, 20-21 სექტემბერს, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ორდღიანი პლენარული სესია გაიხსნა. სესიის გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო.
საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ფორუმის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მეცნიერების განვითარებას, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვას.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ორდღიან პლენარულ სესიას აკადემიური წრეების, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
პლენარული სხდომების
პარალელურად ეწყობა პოსტერების სესია, რომელზეც წარმოდგენილია საქართველოში
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების
სამეცნიერო პოტენციალი, ინფორმაცია მიღწეული სამეცნიერო შედეგების, აკადემიური
რესურსის შესახებ და სხვ.
ფორუმის ორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
ფორუმზე მოხსენებით წარსდგნენ ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორებიც არიან: