2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, თსუ–ში ყველა სტუდენტური ვაკანსია შეივსო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 18 000 სტუდენტს ახალ სასწავლო წელს 2800–მდე პირველკურსელი შეუერთდება, 2010 წელს ყველაზე დიდი რაოდენობის 100% გრანტის მფლობელი პირველკურსელი სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
ტრადიციულად, სწავლის დაწყების დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეიტინგულ სტუდენტებსა და მაღალრეიტინგულ პირველკურსელებს საჩუქრები გადაეცათ. სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით კი, ვარდების მოედანზე, ყველა სტუდენტისათვის ჯგუფი „მგზავრები“ კონცერტს გამართავს. სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილ კონცერტში თსუ–ის ვაჟთა და გოგონათა ანსამბლიც მიიღებს მონაწილეობას.