25.09.2010
შავი ზღვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა კომენტარი გააკეთა:
”განათლება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხელშეწყობითა და დახმარებით, ბათუმში აშენდება ახალი უნივერსიტეტი, რომელიც განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნების განვითარებას შეუწყობს ხელს. გარდა უნივერსიტეტისა, აშენდება კამპუსი, საერთო საცხოვრებლების ქსელი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება იმ ბავშვებისთვის, ვინც არ ცხოვრობს ბათუმში. უნივერსიტეტი მოემსახურება არა მარტო საქართველოს, არამედ აქ ისწავლიან სტუდენტები უკრაინიდან,თურქეთიდან, აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან და ა.შ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების ინტერნაციონალიზაციისთვის.”