17.07.2026
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი თბილისის N200 და N203 საჯარო სკოლებს ეწვია, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის საზაფხულო სკოლები ფუნქციონირებს.
ბაია კვიციანი პედაგოგებსა და პროგრამის სპეციალისტებს შეხვდა, სასწავლო გარემო დაათვალიერა და მოსწავლეთა აქტივობებს გაეცნო.
საზაფხულო სკოლის მიზანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, ინკლუზიური და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნა. სპეციალურად შემუშავებული პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები მონაწილეობენ მრავალფეროვან საგანმანათლებლო, შემოქმედებით და განმავითარებელ აქტივობებში, რომლებიც ხელს უწყობს სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების შენარჩუნებას, ასევე სოციალური, ემოციური, ფუნქციური და პიროვნული უნარების განვითარებას.
საზაფხულო პროგრამა 19 ივნისს დაიწყო და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ის საქართველოს მასშტაბით მოქმედ შვიდ რესურსსკოლაში ხორციელდება და მასში 256 მოსწავლეა ჩართული.