პროგრამა ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ ფარგლებში ჩამოსულმა ინგლისურენოვანმა მასწავლებლებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრის ბაზაზე გამართულ რთველში მიიღეს მონაწილეობა.
ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა სამოცმა პედაგოგმა თავად დაკრიფეს ყურძენი, დაესწრნენ ყურძნის დაწურვასა და ჩურჩხელის ამოვლების ცერემონიას.
,,საქართველოზე ბევრი მსმენია, თუმცა ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ქართველი ხალხის სტუმათმოყვარეობა და ადათ-წესები მართლაც საოცრებაა. მიხარია, რომ თავად მივიღე
მონაწილეობა რთველში’’- აღნიშნა ინგლისურენოვანმა პედაგოგმა პიტერ ფარელმა.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ინგლისურენოვანმა პედაგოგებმა, დროის მცირე მონაკვეთის მიუხედავად უკვე მოახდინეს ინტეგრაცია და გაითავისეს ქართული წეს-ჩვეულებები. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უცხოელი პედაგოგები საქართველოს კეთილი ნების ელჩები გახდებიან, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მიშვნელოვანია.